თბილისი. როგორი
უნდა იყოს ქართული სოფელი და რა ფუნქცია უნდა შეასრულოს მან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში –
ეს არის „ახალგაზრდა ფინანსისტთა
და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა)" ახალი პროექტის მთავარი თემა. პროექტ „ქართული სოფლის"
პრეზენტაცია დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
სასტუმრო „ძველ მეტეხში" გამართეს. პროექტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რომელიც ქართული
სოფლის მომავლის, აგრარული პოლიტიკისა და სოფლის მეურნეობის სამომავლო სტრუქტურის შესახებ
მოიცავს ორგანიზაციის ხედვას. კვლევაში აისახება არსებული სიტუაციის ანალიზი და შემოთავაზებული
იქნება რეკომენდაციები, რომელიც საბოლოოდ აღმასრულებელ
ხელისუფლებას მიეწოდება.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა
და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა" აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ ინტერესდებიან
მსგავსი თემებით. „აფბა იმედოვნებს, რომ საქართველოში მოქმედი უცხოური და ქართული ფონდები
დააწესებენ გრანტებს ამ მიმართულებით უაღრესად აქტუალური კვლევებისათვის, თავის მხრივ
„აფბა" მონაწილეობას მიიღებს ასეთ საგრანტო კონკურსებში" – ნათქვამია ორგანიზაციის
მიერ პრესისთვის განკუთვნილ რელიზში.