en
ge

ომბუდსმენის განცხადება აუტიზმის დღესთან დაკავშირებით

თბილისი. 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.
„საქართველოში, ბოლო ერთი წლის მანძილზე აუტისტური სპექტრის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილებები არ განხორციელებულა. განსაკუთრებით მწვავეა ბავშვთა პრობლემები. გამოწვევაა მათზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვისა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების, ინკლუზიური განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის საჭირო პროგრამებისა და მომსახურების შექმნას, ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში ჯეროვან ჩართვას.
მძიმეა რეგიონებში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების მდგომარეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მცირე გამონაკლისის გარდა, არა აქვთ გაზიარებული ამ პირთა მიმართ პასუხისმგებლობა და საკუთარი ვალდებულებები", ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები პრობლემების მოსაგვარებლად.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)