en
ge

ელექტრონული სარჩელი - კამპანია „ეს შენ გეხება

თბილისი. კამპანია „ეს შენ გეხება" განცხადებას ავრცელებს.
„ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა.
გთხოვთ, შევსებული სარჩელი ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და მოგვაწოდოთ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისი. ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ მობრძანდეთ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ ადგილზე შეავსოთ სარჩელი. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.esshengexeba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)