თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს დეკლარაციას.
„ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგია/დეკლარაცია მიზნად ისახავს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხარდაჭერას კომპლექსური მიდგომის გზით.
ჰომო/ბი/ტრანსფობიის პრობლემატიზაცია პირველ რიგში გულისხმობს იმის აღიარებას, რომ მას კომპლექსური ბუნება აქვს და მისი დაძლევისათვის მნიშვნელოვანია საკითხის ერთიან კონტექსტში გააზრება. ცალკეულ სფეროებში საჭირო ინტერვენციები მუდმივად იკვეთება ერთმანეთთან და, შესაბამისად, პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახელმწიფო და სხვა აქტორების კოორდინირებული თანამშრომლობა და ერთიან ხედვაზე შეთანხმება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge