თბილისი. კოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა.
„მიუხედავად არსებული ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი საკანონმდებლო გარემოსი, საბჭო აგრძელებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და ცდილობს სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების შევსება არსებული ხარვეზიანი წესით მოახდინოს, იქამდე, სანამ კანონში შევა ცვლილებები...
კოალიცია აღწერს იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მიმდინარე კონკურსის მნიშვნელოვან დარღვევებზე: კონკურსი დაჩქარებულად და ხარვეზებით მიმდინარეობს, მიმდინარე კონკურსი აჩენს ეჭვებს შესაძლო არაფორმალურ გარიგებებზე, კონკურსის პირობები წინასწარ განსაზღვრული არაა და კანდიდატებისთვის უცნობია რა ვადით და რა პროცედურით მოხდება მათი თანამდებობაზე დანიშვნა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge