en
ge

კონტრარგუმენტი ხელისუფლებას, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები

თბილისი. 4 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ისაუბრეს თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები. თვითმმართველი ქალაქებისა და მათგან გაყოფილი სათემო მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები 2013 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნათქვამია პრესკონფერენციის შემდგომ გავრცელებულ ინფორმაციაში. მაგალითად „ქალაქ თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 2015 წელს აღემატება 28,8%–ით, ხოლო 2016 წელს – 52,5%–ით. ... ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 2015 წელს აღემატება 45.5%–ით, ხოლო 2016 წელს – 61.6%–ით"...
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას ამ საკითხზე გაიმართოს შეხვედრა და დისკუსია. „მით უფრო, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ უწყებამ უკვე დაიწყო ამ ე.წ. გაყოფილ მუნიციპალიტეტებთან დახურული კონსულტაციები".
სრულად...
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)