თბილისი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია" ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საუბრობს მინდობით აღზრდის მომსახურებაში მყოფი ბავშვების მიმართ რიგი დარღვევების შესახებ.
„არსებული ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩაირიცხა მინდობით აღზრდის სერვისიდან გამოსული 5 წლის გოგონა. ბავშვი არის დაუნის სინდრომის მქონე. მას აღენიშნება ფიზიკური და გონებრივი განვითარების მკვეთრი ჩამორჩენა. ვერ დადის, ვერ ჯდება. მისი წონა შეადგენს 6 კგ–ს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დეტალურად შეისწავლოს და გამოიძიოს ეს საქმე.
წყარო: liberali.ge