თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოგსტს: „საარჩევნო ბლოკები- საფრთხე თუ შესაძლებლობა?"
„რომ არა საარჩევნო ბლოკის ფორმატი, „ქართულ ოცნებას" და მასთან ერთად კოალიციაში მყოფ პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლა ცალ-ცალკე გაუჭირდებოდათ. ალბათობა იმისა, რომ ეს პარტიები დამოუკიდებლად გადალახავდნენ კანონით დაწესებულ 5%-იან ბარიერს, ძალიან დაბალი იყო.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით სამჯერ შეიცვალა (1990, 2003 და 2012) და სამი შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალა საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში.
ამიტომ ვფიქრობ, რომ საარჩევნო ბლოკების არსებობა, პირიქით, აუცილებელია იმისათვის, რომ პარტიები გაძლიერდნენ, იყვნენ კონკურენტუნარიანნი და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით შეძლონ მეტი ხმის მოპოვება არჩევნებზე და მოსვლა ხელისუფლებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge