თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების ეხმაურებიან მოსაზრებებს ქორწინების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ ინიციატივას. შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომოფობიურ კონოტაციას ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას. კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge