თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მედიასაშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ორი შემთხვევის შესახებ, სადაც დაკავებული პირები, ან მათი წარმომადგენლები, პირდაპირ მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე.
2017 წლის 30 მარტს, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. კერძოდ, შოთა პაკელიანის ადვოკატებისა და ოჯახის წევრების განცხადებით, იგი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას ეფექტურად გამოიძიოს იდენტიფიცირებული ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას სთხოვენ, პარლამენტს კი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას.
წყარო: www.osgf.ge