თბილისი. „საზოგადოება და ბანკებმა" საკრედიტო ბიუროების საქმიანობა შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მათი როლი კერძო სექტორის განვითარებაში.
„ინფორმაცია საფინანსო სექტორის მონაწილეების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: კომერციული ბანკები - 13%, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - 30%, ონლაინ გამსესხებლები - 35% და სხვა - 16%. ონლაინ გამსესხებლების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ისინი შედარებით მცირე რესურსით მოქმედებენ და მოკლევადიან სესხებზე არიან ორიენტირებულები, მაშინ როდესაც კომერციულ ბანკს შეუძლია მომხმარებელი უზრუნველყოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ონლაინ გამსესხებლებს მიმართავენ ის ფიზიკური პირები და ბიზნეს სუბიექტები, რომლებსაც შემოსავლის სტრუქტურა არ აძლევთ საშუალებას მიმართონ კომერციულ ბანკებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: sab.ge