თბილისი. 24 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილე ოთხი პირის სახელით. 2017 წლის 7 მარტს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა.
„2016 წლის 5 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა. საქართველოს მთავრობამ მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო.
...საიას დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაწილობრივ აღიარა 2011 წლის 26 მაისს ჟურნალისტებისათვის ზიანის მიყენების ფაქტები და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge