თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიების გაზრდა.
„საკანონმდებლო წინადადებით, დაზარალებულს ენიჭება უფლება სასამართლოში გაასაჩივროს ზემდგომი პროკურორის მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების, გამოძიების ან სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის თაობაზე, ყველა ტიპის დანაშაულის შემთხვევაში. არსებული რეგულირებით, დაზარალებულს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის არსებობისას გააჩნია. საია მიიჩნევს, რომ პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში არ უნდა დარჩეს სასამართლო კონტროლის მიღმა და დაზარალებულს უნდა მიენიჭოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდი.
წყარო: gyla.ge