თბილისი. 11 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ომბუდსმენის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში განიხილეს.
„სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ისაუბრა, მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა.
ომბუდსმენმა თავდაცვის სამინისტროსადმი გაგზავნილ რეკომენდაციაში მიუთითა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, ლოჯისტიკის საკითხის დროული მოგვარება, რაც საგრძნობლად აფერხებს სამხედრო ბაზებზე ჰიგიენის დაცვას. გასაუმჯობესებელია სამხედრო ფეხსაცმლის ხარისხი”, ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge