თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ქალური მიზოგინია – რატომ სძულთ ქალებს ქალები?".
„საერთო ჯამში, ქალური მიზოგინია თავად ქალებს შორის შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ძალზე ეფექტური ინსტრუმენტია. პატრიარქალურ საზოგადოებაში გავრცელებული წინასწარგანწყობების, სტერეოტიპების, კლიშეებისა და სიძულვილის საფარველი ქალებს კატეგორიებად ჰყოფს, მათ ცხოვრებაში, საჭიროებებში, ქცევებსა და მოლოდინებში „ნორმის" უნიფიცირებულ ვარიანტს ნერგავს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ქალების მიმართ. იგი ქალებს ობიექტივიზაციას უკეთებს და ანაწევრებს, და რაც მთავარია, მათ აიძულებს, ერთმანეთს მარადიული კონკურენციის პრიზმაში შეხედონ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: sapari.ge