თბილისი. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით კონფერენცია - „ცვლილებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის” გაიმართა.
„კონფერენციის მიზანი სახელმწიფო უწყებების, ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვა იყო. კონფერენციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომლის მიზანიც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციის მიმართულებით კომპლექსური ნაბიჯების დაგეგმვაა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში