თბილისი. 20 აპრილს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადება.
„ინიციატივის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საკანონდებლო ხარვეზის გამოსწორებას, რომლის თანახმადაც არ იკრძალება რეკლამა თუ არ არსებობს ომისა და ძალადობის პირდაპირი მოწოდება. ხოლო საარჩევნო კოდექსით შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა და არა აგიტაცია.
აღნიშნული ნორმის მიზანია რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის მეთოდების ნეიტრალიზება, რომლის მეშვეობითაც, რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში