თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვის სრულად დახურვას.
„დასახელებული შემთხვევა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ ეფექტური საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დანერგვის საჭიროებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ საკომიტეტო/პლენარული მოსმენების რეჟიმით და მათ შორის გაითვალისწინებს როგორც ღია, ასევე დახურული ფორმატის შეხვედრებს სხვადასხვა კატეგორიის აუდიტორიისთვის. აღნიშნულის საჭიროება, არაერთხელ იქნა დაფიქსირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაინახავს აღნიშნულ საჭიროებას და იმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge