თბილისი. ხუთდღიანი ტრენერთა ტრენინგი (TOT) სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ადვოკატირებაში დაიწყო.
"ტრენინგის მიზანია მონაწილეების ცოდნისა და უნარების ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ურთიერთკავშირსა და დამოკიდებულებაზე ქალთა გაძლიერების საკითხებთან.
ტრენინგის მონაწილე ქალებსა და გოგონებს, რომლებსაც აქვთ ტრენერობის გარკვეული გამოცდილება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ან მომიჯნავე თემებზე მუშაობის კუთხით, ხუთი დღის მანძილზე ტრენინგებს მოწვეული ტრენერები, გენდერის კვლევების დოქტორი ირინა კოსტაკე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ადრიანა რადუ ჩაუტარებენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში