თბილისი. „ამერიკის დღეები 2017"-ის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ახალგაზრდული საჯარო ფორუმი „ნატო და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია" გაიმართა.
„საჯარო დისკუსია აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.
შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში