კახეთი. ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის(NALAG) ორგანიზებით, თელავში, თემაზე „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ევროპული ქარტიის პრინციპები" კონფერენცია გაიმართა.
„კონფერენციის მიზანია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ევროპული ქარტიის პრინციპების დანერგვისთვის, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მედიის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გენდერული საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების გაერთიანება, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა. კონფერენციაზე კახეთის რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებული პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში