თბილისი. კოალიცია „თანასწორობისთვის" აქვეყნებს ანგარიშს: „დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფებისთვის საქართველოში".
„დოკუმენტი სხვადასხვა დისკრიმინირებული, მარგინალიზებული და მოწყვლადი სოციალური ჯგუფის (მათ შორის, ქალების, ლგბტ თემის, არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ბავშვების, შშმ პირების, უსახლკარო პირების, პოლიტიკური ოპოზიციის) უფლებრივ მდგომარეობას ცალ-ცალკე აღწერს და ამ კუთხით 2016 წელს სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის ძირითად ტენდენციებსა და ნაკლოვანებებს აფასებს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge