თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმაურება „სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატივას".
„თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებას ქონდეს თავისუფალი შესაძლებლობა საჯარო დისკუსიები წარმართოს მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სახელით წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ შესაძლებლობის შეზღუდვას, ატარებს ხელშესახებ და რეალურ საფრთხეს იძულებით დუმილში ამყოფოს საზოგადოების კრიტიკული ნაწილი, რითაც არათუ გადაიჭრას, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს დღეს არსებული პრობლემები", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში