აჭარა. 25 აპრილს, გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ქობულეთში, რომელსაც ესწრებოდნენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურიდან.
„შეხვედრებზე განიხილეს ძალადობის გამოვლენისა და შემდგომი რეფერირების პროცედურები და ნაბიჯები კოორდინირებული მუშაობის გასაუმჯობესებლად. შეხვედრები იმართება ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, პროექტ „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში