თბილისი. სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების მიზნით RICDOG-ში ახალი პროგრამა აამოქმედა.
„RIGDOG NEWSROOM-ის ფარგლებში მონაწილეებს ტრადიციული და სოციალური მედიის შესახებ ტრეინინგები ჩაუტარდებათ. პირველი შეხვედრა ჟურნალისტმა თორნიკე ხურციძემ გამართა, რომელმაც NEWS ის შესახებ ისაუბრა. პროგრამის მონაწილეები ქალაქში არსებული პრობლემებისა და აქტუალური საკითხების შესახებ ვიდეო მასალას მოამზადებენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღმოჩენილი პრობლემების მოგვარების მიზნით RICDOG შესაბამის უწყებებს ინიციატივით მიმართავს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში