თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „სახელმწიფო ვალის აღრიცხვის მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება".
„როგორც ამ საკითხების კვლევამ გვიჩვენა სახელმწიფო ვალის განმარტება არ შეესაბამება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ სახელმწიფო ვალის განმარტებას...
შედეგად, თუ სახელმწიფო ვალის განმარტებაში სახელმწიფო საწარმოების ვალებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ სახელმწიფო ვალის ინდიკატორები მნიშვნელოვნად გაიზრდება, ამან კი გარკვეულწილად შეიძლება შეამციროს კრედიტორების მიერ ქვეყნისთვის გამოყოფილი სესხების ოდენობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება მთავარ მიზეზად განვიხილოთ იმისა, თუ რატომაც არ სურს მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ვალების სახელმწიფო ვალში გათვალისწინება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge