თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების აქვეყნებენ განცხადებას მოსამართლეების ლ. მურუსიძისა და მ. სულხანიშვილის შესაძლო უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.
„ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საბჭო გეგმავს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების გადანიშვნას ყოველგვარი მსჯელობის გარეშე იმის თაობაზე იმსახურებენ თუ არა ისინი უვადოდ გამწესებას. საბჭოს პოზიცია იმის თაობაზე რომ მათ ამას კანონი ავალდებულებს ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით ერთადერთი ორგანო, რომელიც მოსამართლეთა გამწესების გადაწყვეტილებას იღებს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო-მოცემულ შემთხვევაში საბჭომ აღნიშნული მოსამართლეები დანიშნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით და დაუშვებელია კანონის იმგვარად განმარტება, რაც გამორიცხავს საბჭოს უფლებას/ვალდებულებას, დამატებით ინდივიდუალურად იმსჯელოს თითოეული მოსამართლის უვადოდ განწესების საკითხზე და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge