en
ge

„ნინო წინწალაშვილის მწყრების ფერმა და დაწინწკლული ბიზნესი”

თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ინტერვიუს ნინო წინწალაშვილთან. ნინო სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტია, სტომატოლოგიას სწავლობს, მუშაობს და პარალელურად ბიზნეს სფეროშია ჩართული. მან „აწარმოე საქართველოში"-ს გრანტი მოიპოვა და ბაკურციხეში მწყრების ფერმა გააშენა.
„ცხოველები და ფრინველები საოცრად მიყვარს. ჯერ კიდევ ძალიან პატარას, ბიძაჩემის მიერ ნადირობიდან მოყვანილი მწყერი ხშირად დაკვლას გადამირჩენია. 2015 წლის ზაფხულში, დედამ „აწარმოე საქართველოშის" პროგრამის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. სანამ ამ დაფინანსებას მოვიპოვებდი, რამდენიმე ათეული მწყერი მოშენებული მყავდა. დაფინანსების მოპოვებამდე ძალიან მიჭირდა, რადგან მწყერს სპეციალური გალიები და ბევრი სპეციფიკური ინვენტარი სჭირდება, რაც მე არ მქონდა. სპეციალური გალიების შეძენამდე, ფრინველი ფართოდ და თავისუფლად მყავდა, – მეგონა, ამით მის უკეთ მოვლას ვუწყობდი ხელს, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა: სინამდვილეში, მწყრისთვის დაბალი გალიებია განკუთვნილი, რომ მაღლა არ ახტეს და თავი არ გაიტეხოს.
დაფინანსების მიღების შემდეგ, რაც მწყრების ფერმისთვის საჭირო ინვენტარი შევიძინე, ჩემი მეურნეობის მოვლა გაცილებით გამარტივდა. ახლა ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საქმის წამოწყებისას, ბევრი სირთულე მქონია: ფრინველი გალიიდან გამირბოდა (იცინის, შ. გ.)", ნათქვამია ინტერვიუში.
სრულად...
წყარო: sapari.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023