თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „შრომა და მშრომელთა მდგომარეობა საქართველოში – 1 მაისი 2017 წელი".
„დღეს საქართველოში 15 წლის ზევით 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოიაზრება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლედ, მათგან კი 1 მილიონ 780 ათასამდე ადამიანი ახერხებს სამუშაო ძალის რეალიზებას ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორებში დასაქმებით, ხოლო 250 ათას ადამიანამდე უმუშევარი რჩება. დასაქმებული მოსახლეობიდან 43% წარმოადგენს დაქირავებულ მშრომელს, ხოლო 57% თვითდასაქმებულია. დაქირავებული მშრომელების 15,4% დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში, 35,2% კი ბიზნეს სექტორში, რომელიც მოიცავს როგორც მრეწველობისა და მშენებლობის, ასევე ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge