en
ge

„საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა“

თბილისი. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
„გეგმა მომზადდა პროექტ „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს IDFI ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. დოკუმენტის მიზანია პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. გეგმა ღია მმართველობის პარტნიორობის ხუთი ძირითადი პრინციპის (მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პარლამენტის ანგარიშვალდებულება და საქმიანობის გამჭვირვალობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები) მიხედვით შექმნილ 28 ვალდებულებას მოიცავს, რაც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023