en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადება

თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას დაუშვებლად მიიჩნევს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა პოზიციები არ იყო თანხვედრი, ერთიანი და მომზადებული, რომელიც სასამართლოს და მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას შეეხებოდა, რამაც საზოგადოებაში მოსალოდნელი გაურკვევლობა და საწინააღმდეგო შეფასებები გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სისტემა საზოგადოებას სთავაზობს სტრატეგიას, რომლის მიზანია, შეიქმნას ცხადი ხედვა, თუ რა მიმართულებით სურს სისტემას განვითარდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რა ტაქტიკური ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და სანდოობის მიმართულებით. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობა, რომელიც სასამართლოს საჯარო კრიტიკის შეზღუდვის მიზანს მოემსახურება, სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას შეაფერხებს და სასამართლო სათანადო ავტორიტეტიც ვერ იქნება საზოგადოებაში წარმოდგენილი, რაც დაუშვებელია".
სრულად...
წყარო: www.barristers.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)