თბილისი. 28 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა - „ადმინისტრაციული სამართლის რეფორმის პერსპექტივები საქართველოში - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი".
„შეხვედრის მიზანი იყო, სახელმწიფო, აკადემიური, პროფესიული თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენებასთან პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე მსჯელობა და სხვა დამატებითი საკითხების გამოვლენა. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა ცვლილებებზე მუშაობის დაგეგმვა და ცვლილების გაცნობა საჯარო დისკუსიების ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში