en
ge

სტამბოლის კონვენცია რატიფიცირებულია

თბილისი. 4 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
24-ვე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ერთხმად იქნა პარლამენტის მიერ მიღებული.
ამგვარად, კანონში შედის შემდეგი ცვლილებები: სამართლებრივად რეგულირდება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებები. იგი ასევე გავრცელდება ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.
ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის ასეთი ქმედების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა როგორც ქალის საზოგადოებრივ, ისე მის პირად ცხოვრებაში", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)