თბილისი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლეების ლევან მურუსიძის და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე და შესაბამისი შეფასების გარეშე.
„საბჭოს განმარტებით, ორი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა, მათი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე, განპირობებულია 2017 წლის თებერვალში განხორციელებული ე.წ. მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის თანახმადაც გამოსაცდელი ვადა არ ვრცელდება იმ მოსამართლეების დანიშვნაზე, რომელთაც აქვთ საქართველოს უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიერ საკითხის ამგვარი განმარტება მას შემდეგ, რაც მიღებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge