თბილისი. „ქალთა ფონდი საქართველოში"-ს ინიციატივით ჩატარდა 5 დღიანი ტრენერთა ტრენინგი პროექტის „ქალთა უფლებადამცველი ჯგუფების ცოდნის და რესურსების მობილიზაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების უზრუნველყოფის მიზნით" ფარგლებში.
„ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეების ცოდნისა და უნარების ამაღლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ურთიერთკავშირსა და დამოკიდებულებაზე ქალთა გაძლიერების საკითხებთან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეუძლიათ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხები განიხილონ ფემინისტური კონცეფციის კუთხით, შეაფასონ თუ რამდენად მორგებულია პროგრამა/ინტერვენცია/აქტივობა/სერვისი ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებსა და საჭიროებებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში