თბილისი. 27 აპრილს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შშმ პირის მიმართ ერთ-ერთი ბანკის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
„ბანკის ფილიალის დირექტორთან გასაუბრებისას მას განუმარტეს, რომ საბანკო მომსახურების მიღებისას შშმ პირს უნდა ახლდეს სხვა პირი ვისი დახმარებითაც შეძლებს მომსახურების მიღებას. მოსარჩელემ უარი თქვა მომსახურების გაწევისას მესამე პირის ჩართვაზე, რის შემდეგაც განემარტა, რომ თანმხლები პირის დახმარების გარეშე ვერ მიიღებდა ბანკში ვერანაირ მომსახურებას, ამიტომ მოუწია ბანკის დატოვება სერვისის მიღების გარეშე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com