თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" პროკურატურას ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის მიმართავს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რამაზ ახვლედიანმა იძულებით დაწერა განცხადება, ლისის ტბის სახელმწიფოსთვის დათმობის თაობაზე.
„საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაჩქარდეს და რამაზ ახვლედიანი დაზარალებულად იქნეს ცნობილი. იმავდროულად, დადგეს კონკრეტული თანამდებობის პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მოახდინეს რამაზ ახვლედიანის იძულება ქონების დათმობის მიზნით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge