თბილისი. 1 მაისს, ძალაში შევიდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ახალი წესდება, რომელიც განსაზღვრავს ინსტიტუტის განახლებულ მმართველობით სტრუქტურასა და საქმიან მიმართულებებს.
„ახალი წესდების მიხედვით, ორგანიზაციის უმაღლეს მმართველ ორგანოდ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს ინსტიტუტის განვითარების ზოგად მიმართულებებს და სტრატეგიას, ირჩევს აღმასრულებელ დირექტორს და ზედამხედველობას უწევს მის საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, უფლებამოსილების 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge