en
ge

მთავრობამ ვეტერანთა აქციის მონაწილეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევა აღიარა

თბილისი. 2011 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საპროტესტო აქციის მონაწილე პირთა სახელით. 2017 წლის 4 მაისს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა.
„2016 წლის 3 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა. საქართველოს მთავრობამ მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო კონვენციის მე-3 (პროცედურული ნაწილი) და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)