თბილისი. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აქვეყნებს ბლოპოსტს: „ძალადობის მოწმე ბავშვების გაქცევა დიდობაში".
„„ბავშვებმა არ დაინახონ" – ფრაზა, რომელსაც სტანდარტულად ყველა ოჯახში მოისმენთ, იმის დასტურია, რომ ბავშვებს ყოველთვის ესმით და ხედავენ ძალადობას, რომელიც მათ სახლში ხდება. ესმით, როდესაც მოსალოდნელი ჩხუბის დროს აგზავნიან „დასაძინებლად", როდესაც იღვიძებენ და დედის სახეზე ხედავენ დალურჯებებს, ხედავენ დამტვრეულ ჭურჭელს…
თუ ვინმე რამეს ვერ ხედავს და არ ესმის, უმეტესად ჩვენ ვართ, – უფროსები, ვინც ვერ ვხედავთ ძალადობის მოწმე ბავშვების შეშინებულ სახეებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com