en
ge

„საყოველთაო შეკრება - ახალი ნარკოპოლიტიკისთვის”

თბილისი. 2 მაისს, თეთრი ხმაურის მოძრაობამ ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ერთად „საყოველთაო შეკრება - ახალი ნარკოპოლიტიკისთვის" გამართა. ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის „ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" ფარგლებში ჩატარდა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობა საყოველთაო შეხვედრას ყოველ გაზაფხულზე მართავს. ის ემსახურება მხარდამჭერებისა და სფეროს მოთამაშეებისთვის განვლილი წლის შეჯამებასა და მომავალი გეგმების გაცნობას.
წლევანდელი საყოველთაო შეხვედრა პლატფორმის მიერ მომზადებული რეფორმის შინაარსის ფართო აუდიტორიამდე მიტანისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით გაიმართა. წარმოდგენილი რეფორმა, რომელიც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა პირველადი პრევენციის სისტემის დანერგვასა და სამკურნალო/სარეაბილიტაციო და სოციალური მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას ითვალისწინებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)