თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ემანუელ მაკრონი - კიდევ ერთი შანსი ევროპისთვის?"
„მაკრონის გამარჯვებამ ევროპაში ის ოპტიმიზმი გააღვიძა, რომელიც კონტინეტს ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. 7 მაისის არჩევნები საფრანგეთის ერთგვარ რეფერენდუმადაც შეირაცხა, სადაც ფრანგულმა საზოგადოებამ ევროპული არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი კი სასიხარულოა ევროკავშირის სამეზობლოსთვისაც. გარდა იმისა რომ მაკრონის გამარჯვება ზრდის ევროკავშირის, როგორც, გლობალური აქტორის როლის გაძლიერების შანსებს და რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციების მქონე ლიდერს სძენს მსოფლიოს, ამავდროულად, პრო-ევროპული კანდიდატის გამარჯვება შესაძლოა ე.წ. „შესაძლებლობის ფანჯარა" იყოს ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვისაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ მომენტის გამოყენება და საფრანგეთთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერება ვიზა ლიბერალიზაციის შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge