en
ge

მიმართვა საქართველოს პარლამენტს

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.
„წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი - თანასწორობის პრინციპი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი წინადადებები:
პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან და გამოყენებული იქნეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესი და საარჩევნო ზღურბლი შემცირდეს 3 პროცენტამდე”, ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)