თბილისი. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვენეციის კომისიისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა.
„ერთობლივი შეფასების დოკუმენტის მიზანია, არასამთავრობოებმა ვენეციის კომისიას წარუდგინონ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესისა და ფორმატის დეტალური ანალიზი. ასევე, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრებები კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ესენია საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების შესახებ ჩანაწერი", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.isfed.ge