თბილისი. 9 მაისს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა.
„სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოვეწლიურად მატულობს. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში შრომის ინსპექციის ეფექტური მექანიზმის არარსებობა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას", ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge