თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სახელმძღვანელო დოკუმენტს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის გამოძიების შესახებ.
„დღემდე ლგბტ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ გახმაურებულ და არსებითად მძიმე შემთხვევებზეც კი, როცა ჰომო/ბი/ტრანსფობიის მოტივი აშკარა იყო, სახელმწიფოს საპასუხო რეაგირება არაადეკვატური იყო.მსგავსი შემთხვევები თვალსაჩინოს ხდის სამართალდამცავი სისტემისათვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე, აღკვეთაზე, დასჯასა და მსხვერპლთა რეპარაციაზე ფოკუსირებული დეტალიზებული ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტის საჭიროებას.
წინამდებარე დოკუმენტი სწორედ ამგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნის წინაპირობაა, რაც არსებითად დაეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიებისა და პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტები და შიდა ინსტრუქციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge