თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დასაქმებული მუშების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და სახელმწიფოსა და დამსაქმებელი კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობის თანაბარ როლზე საუბრობს.
მათი შეფასებით, „საზოგადოების განსჯის საკითხი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დასაქმებულთა უფლებების მდგომარეობა უკვე მერამდენედ ხდება. ყველა ტრაგიკულ შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა ქმედითი ნაბიჯები მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით, არ იდგმება".
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დააჩქაროს შექმნილი შრომის ინსპექციის რეფორმირება და ინსპექტორი აღიჭურვოს რეალური, ქმედითი უფლებამოსილებით.
წყარო: barristers.ge