en
ge

ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიები

თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა", ეხმაურება ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიების გააქტიურებას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ასეთი ორგანიზაციების იურიდიული ფორმა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა"(შპს), რომელთაც, როგორც წესი არ გააჩნიათ არანაირი მატერიალური აქტივები და მათი საქმიანობა მეტწილად რისკზე არის დაფუძნებული.
ფინანსური პირამიდის მეორე, შედარებით უფრო რთული სქემა არის ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხის მოზიდვას სხვადასხვა ნივთებისა თუ მომსახურების გაყიდვით ახდენენ. აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევაში ამ ნივთების თუ მომსახურებების რეალიზება ძალიან რთული იქნებოდა ჩვეულებრივი, ლეგალური გზით."
ბაირახტარმა საკანონმდებლო ხარვეზზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით ძლიან რთულია ფინანსურ პირამიდებთან სამართლებრივი ბრძოლა და მათ მიერ მომხმარებლების დაზარალების პრევენცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)