თბილისი. "კივიტას გეორგიკამ" სკოლამდელი განათლების მდგომარეობასა და საკანონმდებლო ინიციატივებზე შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ალტერნატიული ბაღების მნიშვნელობაზე, სკოლამდელი განათლების ხარისხზე, პროგრამაზე, ბავშვისა და პედაგოგის საჭიროებებსა და სკოლამდელი განათლების მუნიციპალურ სტრატეგიებზე. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ესწრებოდა, რომელმაც სკოლამდელი განათლების რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ინიციატივაზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი განათლება საყოველთაო და უნივერსალური უნდა გახდეს. პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული შეხვედრა მოეწყო, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
წყარო: civitas.ge