თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აფასებს 2015-2016 წლების ანტიკორუფციული გეგმის ღონისძიებების შესრულებას.
„ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შეფასება ხდება მონიტორინგის ჩარჩოს შესაბამისად, სადაც გაწერილია თითოეული პასუხისმგებელი უწყების ღონისძიებები და ფასდება შემდეგი სამი სტატუსით: „სრულად შესრულდა", „უმეტესად შესრულდა", „ნაწილობრივ შესრულდა", „არ შესრულდა".
IDFI-ის მიერ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა: პასუხისმგებელი უწყებების მიერ მონიტორინგის მიზნებისთვის მოწოდებული ინფორმაცია ხშირად ზოგადი იყო, არ ჩანდა ღონისძიებასა და პროგრესს შორის კავშირი, რაც ართულებდა მის შეფასებას; ღონისძიებებს თან არ ერთვოდა შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაცია; შეუსრულებელ ღონისძიებებში არ იყო მითითებული მიზეზები და შესრულების სავარაუდო დრო; 2016 წლის მონიტორინგი განხორციელდა არა წელიწადში ორჯერ, როგორც მეთოდოლოგიითაა განსაზღვრული, არამედ ერთხელ მთელი წლისათვის. ეს პროცესი ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან ერთად მიმდინარეობდა, რამაც გაართულა პროცესი; ღონისძიებების შეფასებისას დარღვეული იყო ერთიანი სტანდარტი; ღონისძიებების შესრულების სტატუსი, რიგ შემთხვევებში არ შეესაბამებოდა პროგრესის აღწერას”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge